რეზონანსი
(31.05.2023)
ბრაზილიური მედიის ცნობით, რიო დე ჟანიეროში 31 წლის ბათუმელი მეზღვაური, ილია კახაბერიძე მოკლეს. ის გემის ინჟინერი იყო.
არსებული ინფორმაციით, გემის ინჟინერი რიოს ცენტრში, 30 მაისს სასტუმროს ნომერში საწოლზე მიბმული იპოვეს. სასტუმროს თანამშრომელმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა, ნახეს კამერების ჩანაწერებიც, სადაც ჩანდა სავარაუდო დამნაშავე.
ეჭვმიტანილი, რომელსაც კრიმინალური წარსული ჰქონდა, დაკავებულია. მედია წერს, რომ მას თან ჰქონდა მოკლულის 3 საბანკო ბარათი, პირადობის მოწმობა და სხვა ნივთები.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე