რეზონანსი
(31.05.2023)

ხვალ მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს და თბილისის მერია, ამ დღეს, ტრადიციულად, საბავშვო ღონისძიებებით ეგებება. ამ დღის აღმნიშვნელი ღონისძიება გაიმართება ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში (წითელ ბაღში), - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საბავშვო კონცერტი, თოჯინების თეატრის წარმოდგენა, კოსტიუმირებული წარმოდგენები და თითების თეატრი.

„გაიმართება საბავშვო ლიტერატურის გამოფენა - გაყიდვა; იფუნქციონირებს ხატვისა და ილუსტრაციის კუთხე, ასევე გულსაბნევების დასამზადებელი სადგური, მეზღაპრის კუთხე, ფოტოზონა; გაიმართება საპნის ბუშტების შოუ, ქიმიური ექსპერიმენტების შოუ და ფერადი ქაფების შოუ, კარნავალი და ა.შ. ღონისძიება ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში 16:00 საათიდან დაიწყება", - განაცხადა თბილისის მერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე