რეზონანსი
(31.05.2023)
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებს სიმართლე უნდა უთხრას. მისივე თქმით პრეზიდენტმა ბრიუსელში გამოსვლისას იმ რეალურ მიღწევებზე უნდა ილაპარაკოს, რაც საქართველოს აქვს და ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.
„მან ევროპარლამენტში ევროპარლამენტარებს სიმართლე უნდა უთხრას, რომ მათ მიერ მიღებული რეზოლუციები სტრასბურგის სასამართლოს მიერ იქნა განულებული. მისი გამოსვლა საქართველოსთვის სასარგებლო თუ იქნება, ამას მხოლოდ მივესალმებით", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე