რეზონანსი
(29.05.2023)

რუსთავში, ცურტაველის ქუჩაზე "ტოიოტას" მარკის ავტომობილი, ველოსიპედით მოძრავ 10 წლამდე ბავშვს დაეჯახა. თვითმხილველების თმქმით, ბავშვმა ველოსიპედით მანქანას გადაურბინა, რა დროსაც მოხდა შეჯახება.

ბავშვი კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს. როგორც კლინიკის წარმომადგენელმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა საავადმყოფოში შესვლისას სტაბილური იყო. მას ჰქონდა თავის ტრავმა, კეროვანი დაზიანებები, ძირითადად, აღენიშნებოდა სახის ძვლების მოტეხილობა. ოპერაციული ჩარევის აუცილებლობის გამო პაციენტი, შესაბამის, კლინიკაში იქნა გადაყვანილი.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე