რეზონანსი
(28.05.2023)
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკას დამოუკიდებლობის დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს.
შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანს კეთილდღეობას და განვითარებას უსურვებს.
„ვულოცავ ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებსა და მეგობრებს დამოუკიდებლობის დღეს! გისურვებთ ბედნიერებით და სიამაყით გეზეიმოთ მრავალი მიღწევა და წინსვლა და აზერბაიჯანმა გააგრძელოს წარმატებული და კეთილდღეობით სავსე განვითარება მომდევნო ათწლეულებში", - წერს პაპუაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე