რეზონანსი
(28.05.2023)

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 31 მაისის ჩათვლით მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

თვის ბოლომდე ღამისა და საღამოს საათებში როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი.

ტემპერატურა კი მომდევნო დღეების განმავლობაში, ანუ 31 მაისამდე, +27, +32 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი. 1-ლი ივნისიდან კი ტემპერატურას 2-3 გრადუსით დაიკლებს და ცოტათი აგრილდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე