რეზონანსი
(27.05.2023)

უბედური შემთხვევა წალკაში - ე.წ. ტექნიკური მატარებელი რელსებიდან გადავიდა და გადაბრუნდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 1 ადამიანი და დაშავებულია სამი. შემთხვევა გუშინ მოხდა.

სამუშაოებს ადგილზე აზერბაიჯანული კომპანია ატარებდა. დაშავებულებიც და გარდაცვლილიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან.

გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც მატარებლის მოძრაობის წესების უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე