რეზონანსი
(24.05.2023)

ad hoc-ის წამყვანი თაკო მამაიაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ე.წ სქრინს, საიდანაც ჩანს, რომ 7-9 მარტის აქციების საქმეზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნის, სადაც წერია - “აუ, გამოვა ლაზარე და იმან თუ არ შეგისრულოს, მერე მე მოგხედავ”.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, წამყვანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს:

„ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი მემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დროს რა ხდება??? კომენტარის სანახავად დააჭირეთ ლინკს (ტიკტოკის ვიდეოზეა კომენტარი)“ - წერს თაკო მამაიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე