რეზონანსი
(17.05.2023)

ქარელში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის 2 თანამშრომელი: 1972 წელს დაბადებული პოლიციის მაიორი ომარ ქარელი და 1992 წელს დაბადებული პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ვანო ბასანიძე დაიღუპნენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, 30 წლამდე, წარსულში ნასამართლევი გ. ლ. ნასვამ მდგომარეობაში, დიდი სიჩქარით მოძრაობდა და საავტომობილო გზის გვერდულზე მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე დაიღუპნენ.

სამართალდამცველებმა გ.ლ უკვე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„ძალიან, ძალიან ვწუხვარ... თანავუგრძნობ ოჯახებს და კოლეგებს... უპასუხისმგებლობას შეწირული 2 სიცოცხლე..."

„ოქრო ბიჭი... საოცარი ადამიანი დააკლდა ოჯახს, ქვეყანას!"

„ჩვენი სოფლის საამაყო, კარგი ბიჭი, ჩვენი ვანო"

„ნათელი მათ, გმირები არიან ნამდვილად, ჩვენს სიცოცხლეს ხშირად საკუთარის ნაცვლად იცავენ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე