რეზონანსი
(27.03.2023)

ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. tv.25-ის ინფორმაციით, საგანმანათლებლო სივრცეში, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გაუშვეს, რამაც მოსწავლეების მოწამვლა გამოიწვია. მოიწამლნენ პედაგოგი და მანდატურიც. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში გვითხრეს, რომ მოიწამლა 7 მოზარდი. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.

მომხდარზე ინფორმაცია სკოლის დირექტორმა დამალა და თქვა, რომ მასწავლებელი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ჯგუფი ამიტომ გამოიძახეს. 

წყარო: tv.25

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე