რეზონანსი
(19.03.2023)

დაგეგმილია ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა, ასევე, ახალი ტურისტული ლოკაციების შექმნა-განვითარება და ჩვენი მთავარი, საბოლოო ამოცანა გახლავთ, რომ აჭარის თითოეულ რაიონში იგრძნობოდეს წინსვლა და განვითარება, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ „იმედის კვირას" განუცხადა.

მან აჭარის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა. მისი თქმით, განხორციელებული პროექტების შედეგად თითოეულ რაიონს უფრო მეტი როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრება.

„წელს დაგეგმილი ბიუჯეტი პირველად შეადგენს ნახევარ მილიარდ ლარზე მეტს, რომელიც საშუალებას მოგვცემს მოვემზადოთ როგორც ტურისტული სეზონისთვის, ასევე კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ თითოეული რაიონი აჭარაში. დაგეგმილია ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა, ასევე, ახალი ტურისტული ლოკაციების შექმნა-განვითარება და ჩვენი მთავარი, საბოლოო ამოცანა გახლავთ, რომ თითოეულ რაიონში იგრძნობოდეს წინსვლა და განვითარება. თითოეულ რაიონს სტუმრობდეს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორები", - განაცხადა რიჟვაძემ.

აჭარის ტურისტული პოტენციალისა და დაგეგმილი ახალი პროექტების შესახებ დეტალურად ნახეთ „იმედის კვირის" რეპორტაჟში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე