რეზონანსი
(19.03.2023)

რუსთავში, მეტალურგიული საწარმო "ჯეოსთილის" 400-მდე თანამშრომელი გაიფიცა. საწარმოში დასაქმებულები შემცირებული ხელფასების გაზრდას, ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებასა და შრომითი უფლებების დაცვას მოითხოვენ.

გაფიცული მუშები, უფლებადამცველთან ერთად საწარმოს ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ და ხელმძღვანელობასთან შეხვედრას მოითხოვდნენ.

მათი განცხადებით, ამ დროისთვის ქარხანაში საწარმოო პროცესი შეჩერებულია, რადგან მათი შრომითი უფლებები ადმინისტრაციამ უხეშად დაარღვია და ხელფასები უმიზეზოდ შეუმცირდათ.

საპროტესტო აქციის მონაწილეების განცხადებით, საწარმოს ხელმძღვანელი პირებიდან მათთან კომუნიკაციაზე არავინ გამოდის. საწარმოს დაცვის თანამშრომლები კი აცხადებენ, რომ ხელმძღვანელობიდან ადმინისტრაციულ შენობაში არავინ იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე