რეზონანსი
(19.03.2023)

საბერძნეთში, კოლონაკში, ქურდობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავცელებს.

ბერძნული მედიის ცნობით, სამართლადამცველებმა ქართველი კაცი 2022 წლის მარტში მომხდარი ქურდობის გამო დააკავეს. 43 წლის საქართველოს მოქალაქემ ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენის ოჯახი ქურდა. სეიფიდან წაიღო 300 000 ევროს ღირებულების ფული და ძვირფასეულობა.

სტატიის თანახმად, საქმეზე მომუშავე პოლიციელების ჯგუფმა დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ქმედებიდან რამდენიმე დღეში მან დატოვა საბერძნეთი და წავიდა საქართველოში, ხოლო საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შემდეგ დადგინდა, რომ მან შეიცვალა ვინაობა.

როგორც ბერძნული მედია წერს, ამ თვის დასაწყისში ის დაბრუნდა საბერძნეთში, ახალი პირადობის მონაცემებით. პოლიციის სპეციალურმა ჯგუფმა, რომელიც მას ეძებდა, 2023 წლის 16 მარტს დილის საათებში, ათენის ცენტრში დააფიქსირა. რის შემდეგაც ის დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ დაკავებული წარსულშიც იხდიდა სასჯელს სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე