რეზონანსი
(19.03.2023)

რუსული ოცნება აღარ წარმოადგენს ქართველი ხალხის აზრს ქვეყანაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ადამიანებს კონკრეტული ფაქტებით აიძულებენ, რომ ე.წ. უმრავლესობის წარმომადგენლები იყვნენ.

„ქართული ოცნების" სიმყარის მითი არის დამსხვრეული და იმის შემდეგ, რაც რუსულმა ოცნებამ იკადრა, ფაქტობრივად სრულად ლუსტრირება მოახდინა და აღიარა, რომ არავითარი სურვილი და მიზანი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენს კეთილისმსურველებთან თანამშრომლობის არ გააჩნია. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსული ოცნება აღარ წარმოადგენს ქართველი ხალხის აზრს ქვეყანაში და ხელისუფლება, რომელიც ხალხის აზრს აღარ წარმოადგენს, ის ხელისუფლება განწირულია დაშლისთვის, დაქუცმაცებისთვის და დასასრულისთვის. ის მოვლენები რაც ვითარდება და თუნდაც გუშინდელი შეკრება ლიკანში დარწმუნებული ვარ ემსახურებოდა იმას, თუ როგორ გადაირჩინოს თავი უმრავლესობამ, თუმცა ამ ყველაფრის მთავარი იარაღი ქართველი ხალხის ხელშია. უმრავლესობა ფაქტობრივად აღარ არსებობს, არსებობს დაძალებით ადამიანების იქ (უმრავლესობაში) ყოფნა. კონკრეტული ფაქტებით აიძულებენ, რომ იყვნენ ე.წ. უმრავლესობის წარმომადგენლები", - აცხადებს ბოტკოველი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე