რეზონანსი
(19.03.2023)

რუსეთსა და უკრაინას შორის „მარცვლეულის შეთანხმება" 120 დღით გახანგრძლივდა. ცნობას უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ადასტურებს. მანამდე რუსული მხარე აცხადებდა, რომ თანახმაა მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებაზე, თუმცა მხოლოდ 60 დღით. აღნიშნული შეთანხმება, რომელიც შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს, გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით გაფორმდა. ნოემბერში შეთანხმების ვადა კიდევ 120 დღით გახანგრძლივდა.

„მარცვლეულის შეთანხმების" ვადა 18 მარტს იწურებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე