რეზონანსი
(16.03.2023)

საზოგადოებამ იცის, რომ ეს არ არის ის, რაც მას მართლა სჭირდება. საზოგადოებას სჭირდება საღი აზრის მოსმენა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში" განაცხადა.

„საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ კანონპროექტი რუსული არ იყო და მასში არც ისეთი არაფერი იყო ამხელა განგაშის ასატეხად. უხერხულად უნდა გრძნობდნენ თავს ის ხალხი, ვინც უზარმაზარი ტყუილი დათესა და შეცდომაში შეიყვანა საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი. ეს კანონპროექტი არ იქნებოდა, სხვა მიზეზი იქნებოდა, რომლითაც ძალის დემონსტრირებას შეეცდებოდნენ და რეალურად მიხვდნენ, რომ ეს ძალაც არ ამართლებს და ამ გზითაც ხელისუფლებას რაიმე პრობლემას ვერ შეუქმნიან", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე