რეზონანსი
(16.03.2023)

პარტია „მოქალაქეების" წევრის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილი „ქართული ოცნებისთვის" მაშველი რგოლია. ელისაშვილის თქმით, ვანო მერაბიშვილს დღეს აქვს ერთადერთი ფუნქცია, დაეხმაროს „ქართულ ოცნებას".

„„ქართულმა ოცნებამ" ძალიან დაიზიანა თავი, ყველა რომ ვეუბნებოდით, ფოცხს ნუ დააბიჯებ ფეხს იმ კანონპროექტის მიღებით, გაექანენ, ძალიან ენერგიულად დააბიჯეს იმ ფოცხს ფეხი, ტარი მოხვდათ თავში და ახლა არიან დარეტიანებული. ამ დარეტიანებულ „ქართულ ოცნებას" ახლა რეტიდან გამოსვლაში ეხმარება ვანო მერაბიშვილი. თუ ვინმეს ჭკუა მოეკითხება „ნაციონალურ მოძრაობაში", უნდა გააკეთოს ერთი მარტივი რამ - დაახლოებით 10 სანტიმეტრი „სკოჩი" მოჭრან და მიაკრან პირზე ვანო მერაბიშვილს, რადგან მას აქვს ერთადერთი მისია, ყველას გაგვახსენოს, რომ „ქართული ოცნება" ხელისუფლებიდან კი გასაშვებია, მაგრამ, ვაიმე, დავფიქრდეთ, ეს უარესი ხალხი შეიძლება დაბრუნდეს. ამას აკეთებს ვანო მერაბიშვილი. „ნაციონალურ მოძრაობაში" თუ ვინმეს ჭკუა აქვს, „სკოჩი" მიაკრან ვანო მერაბიშვილს", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე