რეზონანსი
(16.03.2023)

„ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა, კრიშტიანო ჯუნტოლიმ Amazon Prime-სა და Sky Sport Italia-სთან ვრცელ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

„ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „აინტრახტი" ორი მატჩის ჯამში 5:0 (2:0, 3:0) დაამარცხა და ისტორიაში პირველად ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს. ჯუნტოლი ამბობს, რომ კვარაცხელიამ მოლოდინს გადააჭარბა.

„კვარაცხელიას კლასი დიდი ხნის წინ შევნიშნეთ. მას მთელი სამი წელი ვაკვირდებოდით - ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც ბავშვი იყო. ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ არცერთი სხვა კლუბი არ იქნებოდა მზად, მისი ტრანსფერი გამოესყიდა იმ ფასად, რასაც თავიდან (ყაზანის „რუბინი") ითხოვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე