რეზონანსი
(16.03.2023)

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის მიერ მოცემული 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალ კვირას ორ რეკომენდაციაზე, რომელიც ეხება სასამართლო რეფორმას და დეოლიგარქიზაციას, ეუთო/ოდირის რეკომენდაციები იქნება.

„საქართველოს პარლამენტი თითქმის ბოლოშია გასული 12 რეკომენდაციის შესრულების საქმეში. ჩვენ მომავალ კვირას მივიღებთ ადამიანის უფლებათა სტრატეგიას და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციას. ამით მე-8 და მე-9 საკითხები დიდწილად უკვე შესრულდება. დარჩება ორი ძირითადი საკითხი - სასამართლო რეფორმისა და დეოლიგარქიზაციის, სადაც ჩვენ ახლა უკვე ვენეციის კომისიის და ასევე მომავალ კვირას გვექნება ეუთო/ოდირის რეკომენდაციები, რეკომენდაციებზე დაყრდნობით ამ საკითხებს ბოლომდე მივიყვანთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე