რეზონანსი
(15.03.2023)

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის ინიციატივას, ,,წყლის ჭავლზე მოცეკვავე გოგოს” მარო მაყაშვილის პრემია დაუნიშნის, ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე ეხმაურება:

,,ყველაფერს აუფასურებენ რა! ერთი ეგაა, რომ ეს “სტიპენდია” კიდევ კარგი საბიუჯეტო არაა, მაგრამ

მორალურად, როცა კაცი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ხარ, კი უნდა დაფიქრდე რაღაცეებზე!

რა “მარო მაყაშვილის სახელობის” ბიჯო, საერთოდ დაუქნიეთ? ანუ წყლის ჭავლზე ხტუნაობა ითვლება

უკვე “გმირობად” და სამშობლოსთვის (თავისი გაგებით) ტყვიაზე წასულ გოგონას ვიღაცის ცანცარობას უტოლებთ? ვაჰ, ღმერთო, ერთხელ უკვე გითხარი – ვეღარ დაიფარავ შენ ამ ქვეყანას და წადი სხვა საქმეებს მიხედე თქო და რა გინდა?" - დაწერა ბაკურ სვანიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე