"დღეს, ხელისუფლების მიერ მობილიზებულმა ბრბომ, დროშის დაწვა, ევროპარლამენტში გასამართ დებატებს დაამთხვია", - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი, ნიკა გვარამია რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გავრცელებულ წერილში წერს:
"Sistema strikes back"
მიტინგის დარბევისას მოლაპარაკე უსულო ხმა განმეორდა უარესი შინაარსით: "დაიშალეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს წინააღმდეგ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი ზომები" - ეს გვითხრა დღეს კობახიძემ და გუშინწინ ღარიბაშვილმა, რაც საბოლოოდ პარლამენტის წინ ხელისუფლების მიერ მობილიზებული ბრბოს მიერ ევროკავშირის დროშის დაწვით დასრულდა. ეს ყოველივე, ცხადია, ევროპარლამენტში საქართველოზე დღეს გასამართ დებატებს შეგნებულად დაამთხვიეს, - წერს ნიკა გვარამია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე