რეზონანსი
(14.03.2023)

„იმედის“  ჟურნალისტები და წამყვანები: რუსა შელია, სალომე ღვინიაშვილი  და ნინი ბადურაშვილი ხომ დაგვიწყნარდნენ? უსმინეს პრემიერს თუ ისევ ვერ გაიგეს ვერაფერი? ირაკლი ჩიხლაძე გითარგმნით მაშინ, რომ ყველას ევროპაში გვინდა და არ გემუქრებათ საფრთხე” - ასე ეხმიანება ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა “იმედის“ ზოგიერთ წარმომადგენელს, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათი მომავალი ევროპაა.

„ეს დღეები ძალიან წუხდით და ევროპა მინდა, არა რუსულ კანონსო გაჰკიოდით! არც მე და ჩემს ოჯახს გვინდა მოსკოვები და არც ჩემს ნაომარ ძმას, რომელიც რუსულ ტანკს ებრძოდა. ჰოდა, აწი მაინც დაუწიეთ ფითილებს და ნუ ამოხტით ტყუილად. თქვენზე კაი ტიპებიც ვართ და თქვენზე მეტიც გვიკეთებია ამ ქვეყნისთვის. როცა თქვენ მოსკოვებში თხოვდებოდით და ფსოუს წყალს სვამდით სააკაშვილთან ერთად! ბევრი ვუთმინეთ თქვენს გამოხტომებს ეს დღეები და აწი ერთ სიტყვას არ შეგარჩენთ!” – წერს ნინო ჯღარკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე