რეზონანსი
(11.03.2023)

ე.წ აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ პარ­ლა­მენ­ტთან 7-8 მარტს გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ე­ბის სიმ­ბო­ლოდ ქცე­უ­ლი ქალი, ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შით ხელ­ში, ნანა მა­ლაშ­ხი­აა. ის ინ­გლი­სუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლია.

ქალი, რო­მელ­მაც თა­ვის შე­უ­პოვ­რო­ბით არამ­ხო­ლოდ ქარ­თუ­ლი, არა­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა აღაფრ­თო­ვა­ნა, მე­დი­ას­თან გა­მო­ჩე­ნი­სა და კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის­გან ამ ეტაპ­ზე თავს იკა­ვებს.

ნანა მა­ლაშ­ხი­ას ფო­ტომ და ვი­დე­ომ მსოფ­ლიო მო­ი­ა­რა. ის ისე­თი გავ­ლე­ნი­ა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა, რო­გო­რე­ბი­ცაა BBC, „გარ­დი­ა­ნი", „რო­ი­ტერ­სი".

ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბამ სა­ქარ­თვე­ლო­ში 8 მარ­ტი ქა­ლებს სწო­რედ ნანა მა­ლაშ­ხი­ას ფო­ტო­თი მიულოცა.

ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის უშიშ­რად მებ­რძო­ლი ქა­ლის მე­გო­ბა­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

„ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი მყავს და სულ მიკ­რძა­ლავ­და „ოც­ნე­ბის" კრი­ტი­კას, რა გინ­და, თავი და­ა­ნე­ბეო. მე, რა თქმა უნდა, არ ვუს­მენ­დი. მერე პრე­მი­ე­რის კრი­ტი­კამ სულ გა­მო­იყ­ვა­ნა წყო­ბი­დან... რა ქნას, ზე­წო­ლა ქონ­და პარ­ტი­უ­ლი, ეტყო­ბა ვალ­ში იყო ვინ­მეს­თან. სა­ბო­ლო­ოდ, რომ ვერ გა­მა­ჩე­რა აგ­რე­სი­ა­ში გა­და­უ­ვი­და და მომ­ტე­ხა, მერე რაც გა­ვი­გე, უკვე დი­დად აღარც გამ­კვირ­ვე­ბია... თან რცხვე­ნო­და კი­დეც თით­ქოს (გუ­ლის სიღ­რმე­ში ასე მინ­დო­და შე­იძ­ლე­ბა) ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლო, ის კი არ მე­წყი­ნა „ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რი რომ არის, არა­მედ „ოც­ნე­ბე­ლე­ბი" რომ ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, გა­ა­ჩუ­მეო და მა­ჩუ­მებ­და...

თა­ვი­სუფ­ლე­ბა გა­ბე­დუ­ლე­ბა­შია და ის სხვა არა­ფე­რია, გარ­და იმი­სა, რომ ვი­ცხოვ­როთ ისე, რო­გორც გვსურს! იმე­დი გა­მიც­რუვ­და! სად წავა სა­ქარ­თვე­ლო თუ ასე ვი­ა­რეთ ში­შით და უპ­რინ­ცი­პო-თქო. დღეს კი გა­ვიღ­ვი­ძე და ეს სა­ო­ცა­რი გოგო ვნა­ხე: უში­შა­რი და მებ­რძო­ლი, ასე­თებ­ზე იდგა და დგას სა­ქარ­თვე­ლო სა­უ­კუ­ნე­ე­ბია. ვერ შე­ა­ში­ნებ, ვერ უბ­რძა­ნებ, ვერ და­ა­მო­ნებ, ვერ მო­ის­ყი­დი, იმი­ტომ, რომ თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი მო­ნა­პო­ვა­რია მის­თვის. და თუ წარ­თმე­ვით და­ე­მუქ­რე­ბი შე­გე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბა და ბრძო­ლის გა­რე­შე არ დაგ­ნებ­დე­ბა.

დავ­ხე­დე ფო­ტოს სი­ა­მა­ყით და უც­ბად ვი­ცა­ნი... თან მე­ო­რე ხე­ლით მე­სი­ჯებს მიგ­ზავ­ნი­და... მა­ინც გა­დავ­რე­კე და გა­და­ვა­მოწ­მე მე­ო­რე მე­გო­ბარ­თან. დას­ტუ­რის მერე ჩემს მე­გო­ბარს დავ­პირ­დი, რომ ზა­ფხულ­ში გნა­ხავთ-მეთ­ქი და თა­ვი­სი დაღ­ლი­ლი და ჩა­ლურ­ჯე­ბუ­ლი ფე­ხე­ბის და­სას­ვე­ნებ­ლად და­ვემ­შვი­დო­ბე სწრა­ფად. (ისიც იქ იდგა უშიშ­რად გუ­შინ) მე კი მხრებ­გაშ­ლი­ლი და ამა­ყი წა­ვე­დი სამ­სა­ხურ­ში. სხვა­თა შო­რის, ჩვენ ყვე­ლა ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ (ჩემი მე­ოც­ნე­ბე ბავ­შო­ბის მე­გო­ბა­რიც) მა­შინ „ოც­ნე­ბა" სა­ერ­თოდ არ იყო, არც ამ­დე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი, მხო­ლოდ წყე­უ­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი გვაჩ­მო­რებ­და. რო­გორც იქნა, მო­ვი­შო­რეთ უამ­რა­ვი ბრძო­ლის შემ­დეგ... მე სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­მო­ვე­დი 20 წელ­ზე მე­ტია, ამა­სო­ბა­ში რა მოხ­და არ ვიცი, ეტყო­ბა გა­მო­მე­პა­რა...", - წერს „ფე­ის­ბუ­ქის" ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი Ekaterine camacho.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე