რეზონანსი
(09.03.2023)

„ტიპმა ოთხი წლის წინ ჩვენივე სისხლში გვაბანავა და ახლა მოუნდა ჯენზისთან დგომა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მაკო გომური წერს, რომელმაც 2019 წლის 20 ივნისის აქციის დარბევისას თვალი დაკარგა.

„აი ამას სადმე ქუჩაში რომ დაინახავთ, აფურთხეთ პირში და სულში. არ მიუშვათ, სადაც ხალხი იქნება, სადაც თქვენ იქნებით. და ყველა არხი რწყევა ხართ, სადაც ამას მოიწვევთ და რაიმეზე ასაუბრებთ, საერთოდ ყველა.

ტიპმა ოთხი წლის წინ ჩვენივე სისხლში გვაბანავა და ახლა მოუნდა ჯენზისთან დგომა. დაგერხევა შენც მალე შე მონა" - წერს მაკო გომური.

გიორგი გახარია გუშინ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე იმყოფებოდა, მან დღეს GenZ თაობასა და მილენიალებს მადლობა გადაუხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე