რეზონანსი
(20.02.2023)

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, „ხალხის ძალის" კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, თუკი ვინმე ამბობს, რომ ეს არის რუსული კანონმდებლობის ანალოგი, ის უბრალოდ იტყუება

„რა თქმა უნდა ეს არ არის არც ამერიკული კანონმდებლობის ანალოგი, იქიდან გამომდინარე, რომ ერთსა და მეორე შემთხვევაშიც, არის უამრავი შეზღუდვა და თუკი ვინმე დააპირებს, რომ ამ შეზღუდვების ანალოგი მოიტანოს იმ პროექტში, რომელიც „ხალხის ძალამ" წარმოადგინა, ამას უბრალოდ ერთი მიზეზის გამო ვერ შეძლებს - არცერთი შეზღუდვა „ხალხის ძალას" კანონპროექტში არ ჩაუწერია. რუსეთში სხვაგვარი შეზღუდვებია, ამერიკაში - სხვა", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ბიუროს სხდომაზე, მოძრაობა „ხალხის ძალის" კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" დაინიცირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე