რეზონანსი
(20.02.2023)

„ყველა ვხედავთ, რომ „ნაცმოძრაობას" არ აქვს არც ქუჩის რესურსი, არც არჩევნების რესურსი და ამას აქვს ერთი და იგივე მიზეზი. მიზეზი არის ის, რომ ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ 24 თებერვალს დაგეგმილ აქციაზე ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდება.

„ხალხმა ძალიან კარგად დაინახა ყველაფერი, რაც უკავშირდება ამ პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის დაინახა ისიც, თუ როგორ უპირისპირდებოდა „ნაციონალური მოძრაობა" მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ამ პოლიტიკურ ძალას დღეს არ აქვს ხალხის მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე, მათ არ აქვთ არავითარი რესურსი ქუჩაში, 24-შიც დააანონსა „ნაცმოძრაობამ" აქცია, თუმცა იქაც იმავე სურათს ვიხილავთ", - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე