რეზონანსი
(19.02.2023)

ილია დარჩიაშვილის განმარტებით, საქართველო ევროინტეგრაციის მიმართულებით ბოლოს წინა ფაზაში იმყოფება, რომელიც წევრობაზე ოფიციალური აპლიკაციის შეტანით იწყება და კანდიდატის სტატუსით მიღებით სრულდება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა „იმედის კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა.

„ბოლოს წინა ფაზის ბოლოში ვიმყოფებით და საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ გადავალთ უმნიშვნელოვანეს და უკვე საბოლოო ეტაპზე, როდესაც უკვე კონკრეტული მოლაპარაკებები იწყება ქვეყნის წევრობაზე, იხსნება სხვადასხვა თავები, მოწმდება ქვეყნის მზადყოფნა, თუ რამდენად არის შესაბამისობაში ევროკავშირის სხვადასხვა სტანდარტებთან. ამდენად, კანდიდატის სტატუსის მიღება არის უმნიშვნელოვანესი, რათა დაიხუროს ის ფაზა, რომელსაც მე ვსაუბრობ და ქვეყანა უკვე საფინალო ეტაპზე გადავიდეს, როდესაც ქვეყანა დაიწყებს მოლაპარაკებებს წევრობაზე.

ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი და დარწმუნებული ვარ, რომ სტატუსის შემდეგ ჩვენ აქტიურად დავიწყებთ ევროკავშირთან მუშაობას ქვეყნის საბოლოო წევრობისთვის მოლაპარაკებების გახსნაზე", - განაცხადა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე