რეზონანსი
(19.02.2023)

სოფელ სარფთან, ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალზე, კლდე ჩამოიშალა. ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს და თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ უზარმაზარი ლოდები მაგისტრალზეა და,

შესაბამისად, მოძრაობაც ჩაკეტილია.

„სარფში გვინდოდა ჩასვლა და იძულებული გავხდით უკან მოვბრუნებულიყავით. როგორც გვითხრეს, გზის გასაწმენდად შესაბამისი სამსახურები გამოძახებულია" - უთხრა მოქალაქემ გამოცემა "ბათუმელებს".

ხელვაჩაურის მერის სარფის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე