რეზონანსი
(19.02.2023)

პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას კლინიკა „ვივმედში" სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი კონსილიუმი გაეცნო.

მათი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, კონსილიუმის წევრებმა ყურადაღება გაამახვილეს პაციენტის წონაში კლებაზე. ეს კონსილიუმის წინასწარი შეფასებაა. საბოლოო დასკვნას კი მას შემდეგ წარმოადგენენ, როდესაც „ვივამედიდან" გამოთხოვილ ინფორმაციას გაეცნობიან.

„დაახლოებით, ორი კვირის წინ ჩვენ მივიღეთ მისი თხოვნა ვიზიტთან დაკავშირებით. მიზანია მისი სამედიცინო მდგომარეობის შეფასება იმისთვის, რათა ობიექტური სურათი გვქონდეს. ექიმები უშუალოდ სამედიცინო საკითხებს დააკვირდნენ, ჩვენ ასევე გამოვითხოვთ სხვადასხვა სამედიცინო დოკუმენტაციას. ამის შემდეგ გვექნება შეფასება გაუარესება-გაუმჯობესებასთან დაკავშირებით", - განაცხადა სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე