რეზონანსი
(19.02.2023)

უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, დასავლეთ ბალკანეთი, მათი დანიშნულების ადგილი არის ევროკავშირი, ევროპული ოჯახის წევრობა, ეს ნიშნავს ძლიერ ცვლილებებს, შიდა რეფორმებს თავად ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების მყიფე პროცესთან მიმართებაში, - ამის შესახებ საფრანგეთის პარლამენტის წევრმა, ბენჟამინ ჰადიდმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი გაფართოებისთვის მზად არის, თუმცა იმ ქვეყნებს, რომლებსაც წევრობა სურთ მოთმინება სჭირდებათ.

„მოდით, ვიყოთ ჩვენს პარტნიორებთან გულახდილები, ამას სჭირდება დრო, როგორც პოლიტიკურად, ისე ტექნიკურ პროცესთან მიმართებით. ეს არ ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული რეფორმები, კანონის უზენაესობა, შიდა ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ, რომლებსაც წლები სჭირდება, არის პროცესის მიღმა. სწორედ ამიტომ გააჟღერა პრეზიდენტმა მაკრონმა ევროპული პოლიტიკური საზოგადოების ინიციატივა, არა როგორც ევროკავშირის ალტერნატივა, არამედ როგორც ფორმა, რომ სამეზობლო ჩვენს კონკრეტულ პროექტებში ჩართულობით, იყოს ევროკავშირში წარმოდგენილი", - განაცხადა ჰადიდმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე