რეზონანსი
(19.02.2023)

ევროპისთვის გეოპოლიტიკური საკითხია, ქვეყნები, რომლებთანაც საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ, ჰყავდეს საერთო ხაზში, რეგიონის ქვეყნები უკრაინა მოლდოვა, საქართველოს მსგავსი ქვეყნები, თავისთავად ბალკანეთი, - ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიტა სიმონიტემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის მზად არის გაფართოებისთვის.

„ეს არ არის კოლონიალური მიდგომა, როგორი მოდელიც რუსეთს აქვს, რომ მხოლოდ აკონტროლებს, არამედ ეს არის იმიტომ, რომ მშვიდობისა და კეთილდღეობის საერთო გაგება გვაქვს. ასე, რომ შეკითხვაზე, არის თუ არა ევროკავშირი გაფართოებისთვის მზად, ჩემი პასუხია, დიახ და ეს იმიტომ არა, რომ უკრაინა ახლა იბრძვის და ადამიანური სიცოცხლით იხდის ფასს ყოველდღიურად ევროპულის იდეისთვის, იმიტომ რომ ერთი წლის წინაც ცხადი იყო ევროკავშირისთვის, რომ ახლოს უნდა ჰყავდეს უკრაინა, ბალკანეთი და სხვა ქვეყნები, რომლებიც წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება იქ აღმოჩნდნენ, სადაც ჩვენი ინტერესი არ არის", - განაცხადა სიმონიტემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე