რეზონანსი
(19.02.2023)

ისრაელის სამხედრო ავიაციის მიერ სირიის დედაქალაქ დამასკოს დაბომბვას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, საცხოვრებელ რაიონებში განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად 15 ადამიანია დაშავებული.

დამასკოში აცხადებენ, რომ სირიის დედაქალაქის ცენტრსა და მის გარეუბნებზე საავიაციო შეტევა შუაღამისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, ისრაელის ავიაციამ ირანულ დანადგარებთან ახლოს მდებარე მკაცრად დაცული უსაფრთხოების კომპლექსი დაბომბა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რამდენიმე რაკეტის განეიტრალება შეძლო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე