რეზონანსი
(19.02.2023)

რომელ მსახიობს შეუძლია მუდმივად სიცხე ჰქონდეს, გეგულებათ ასეთი მსახიობი მსოფლიოში, რომ თვეები სიცხე ჰქონდეს, ამას თამაშობდეს და წონის ნახევარი დაიკლოს?! ასეთი მსახიობობა მე არ გამიგია!", - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელურ დისკუსიაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ „ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია."

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალების შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლები მაშინაც იტყვიან, რომ „როლს თამაშობს?!".

„მოვისმინე და მართალი გითხრათ გაკვირვებული დავრჩი. ესე იგი ადამიანმა დაიწყო იმით, რომ ის თურმე დიდი მსახიობია, რომელ მსახიობს შეუძლია მუდმივად სიცხე ჰქონდეს, გეგულებათ ასეთი მსახიობი მსოფლიოში, რომ თვეები სიცხე ჰქონდეს, ამას თამაშობდეს და წონის ნახევარი დაიკლოს?! ასეთი მსახიობობა მე არ გამიგია!

ბოლოს რომ მოკვდეს და კუბოში ჩაწვეს იქაც იტყვიან, როლს თამაშობსო?! სისხლის ღვრისთვის ჩამოვიდაო, უკაცრავად ვის უნახავს მისი სისხლის ღვრა? ვარდების რევოლუცია ისე ჩატარდა, ჩვენ ყველა ამის მოწმე ვიყავით, ერთი ნაკაწრი არავის არ ჰქონია, რა სისხლის ღვრაზეა ლაპარაკი?", - განაცხადა ალასანიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე