რეზონანსი
(19.02.2023)

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობენ.

ამის შესახებ ალიევმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, სადაც 18 თებერვალს დისკუსია გაიმართა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებასა და გამოწვევებზე.

"თქვენ იცით, რომ ჩვენ დაახლოებით ორი წლის წინ გვქონდა ომი, რომელიც 44 დღე გაგრძელდა და ჩვენ კარგად ვიცით, რა არის ომი, როგორი სასოწარკვეთა და ტანჯვა მოაქვს მას ხალხისთვის. ამიტომ, ჩვენ , რა თქმა უნდა, გვსურს ევრაზიაში მშვიდობა დამყარდეს. ვფიქრობ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ხანგრძლივი სიძულვილი და მტრობა უნდა დაასრულონ. ჩვენ ახლა ვმუშაობთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე. იმედია, ადრე თუ გვიან მას სისრულეში მოვიყვანთ. ვფიქრობ, ეს კარგი მაგალითი იქნება, თუ როგორ შეუძლიათ ქვეყნებს, რომლებსაც სერიოზული ისტორიული უთანხმოება ჰქონდათ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ და ახალი გვერდიდან გააგრძელონ ურთიერთობა", - თქვა ალიევმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე