რეზონანსი
(19.02.2023)

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, საოკუპაციო ძალები ავიაიერიშებს აგრძელებენ. კუპიენსკში, ლიმანში, უგლედარში, ვოლნოვახასა და დონეცკის ოლქის სხვა ქალაქებში საოკუპაციო ძალების სამიზნეში უკრაინული არმიის ცოცხალი ძალა, საბრძოლო მასალების საწყობი და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები მოექცა.

აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ლუგანსკისა და ხარკოვის მიმართულებით. აქტიურ კონტრშეტევით ოპერაციას ატარებს უკრაინის შეიარაღებული ძალებიც.

უკრაინის დაზვერვა თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში ფრონტის ხაზზე ვითარების გართულებას ელოდება. რუსული აგრესიის გააქტიურებას ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტი თუმცა იმასაც ამბობს რომ დასავლელი პარტნიორების დახმარებით უკრაინა ტერორისტი ქვეყნის დამარცხებას შეძლებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე