რეზონანსი
(19.02.2023)

დღეს, 19 თებერვალს, გამთენიისას საქართველოში სამი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა განთავსებული.

პირველი მიწისძვრა დაფიქსირდა 05:18:17 საათზე ქალაქ ოზურგეთიდან სამხრეთით - 2კმ-ში, სოფელი კვაჭალათთან. მისი სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდა იყო.

მეორედ მიწისძვრა 06:27:18 საათზე მოხდა. 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა ქალაქი ოზურგეთი - აღმოსავლეთი - 14კმ. კურორტი გომისმთა - 4კმ.

07:00:54 საათზე კი მესამე მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრემაც 3.1 მაგნიტუდა შეადგინა და მისი ეპიცენტრი იყო დაბა ჩოხატაური - დასავლეთი - 6კმ. სოფელი ბუკნარი.

წყარო: "მთავარი არხი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე