რეზონანსი
(01.02.2023)

ცნობილი ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე საუბრობს იმ განცდების შესახებ, რომელიც დიდი ტრაგედიის შემდეგ მუდმივად თან სდევს. მსახიობის თქმით, ის ჯერ კიდევ ვერ გამოსულა ცხოვრებისეული ბურუსიდან.

ჟურნალი OK! საკუთარ ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ინტერვიუს რამდენიმე ამონარიდს ავრცელებს:„სახლიდან რომ გავდიოდი, ლიფტის სარკეში ვიყურებოდი და თითქოს ღმერთს მადლობას ვეუბნებოდი, რომ ისე ვცხოვრობდი, როგორც მინდოდა. იმ სარკეში აღარ ვიყურები, სათქმელი აღარ მაქვს. ეს არის შიში, რომ მე ჯერ არ ვარ მზად ახალი ცხოვრებისთვის".

„მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება...", - ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე ჟურნალისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე