რეზონანსი
(01.02.2023)

რამდენიმე თვის წინ სპორტსმენი ზურა ზვიადაური მამა გახდა. მისმა მეუღლემ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში იმშობიარა და წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც მართა დაარქვეს.  31 იანვარს მართა 1 წლის გახდა. ოჯახის ახლობელმა, დავით დვალიშვილმა მართას რიგით მეორე ფოტო გამოაქვეყნა.

„ეს უსაზღვროდ სასიხარულო დღის და ბედნიერების თარიღია ორ უჯიგრესი ადამიანისათვის, ზურასა და მისი მეუღლის, ხათუნასათვის. 17-წლიანი ლოდინის, სიყვარულის, ბევრი ცხოვრებისეულ გამოცდის და ლოცვების შემდეგ, უფლისგან აი, ასეთი საოცარი საჩუქარი მიიღეს. 

ვინც ამ სასწაული დღის მომსწრეები გახდნენ, იციან, თუ რა სიხარულის და რა ბედნიერების დღე იყო. ეს ნამდვილი სასწაული იყო, რომელსაც სიტყვებით ვერ გამოხატავ. ზურა და ხათუნა, გილოცავთ თქვენი ცხოვრების ოცნების და აზრის მოვლინებას, მართას დაბადების დღეს! გისურვებთ უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობას, სიხარულს და უბედნიერეს ცხოვრებას, კიდევ 100 წელი.

ეს სახელი, უსაყვარლეს ძმისშვილს, მართას, უსაყვარლესმა ბიძამ, ზვიადიმ მიანიჭა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა პრინცესა მხოლოდ ჩაისახა. მართლა, გილოცავ დაბადების დღეს“, - დაწერა დავით დვალიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე