რეზონანსი
(28.01.2023)

20 იანვრის ღამეს, საგარეჯოში თავდასხმისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პოლიციელი ოთარ ღვინაშვილი დაიღუპა.

„დილა მშვიდობისა საქართველოს“ ჟურნალისტმა, პოლიციელის ოჯახთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. ნინო მელეშაშვილი ჰყვება, რომ ერთ-ერთი სკოლის პედაგოგმა, გმირი პოლიციელის ხსოვნის პატივსაცემად, პანაშვიდზე მოსწავლეები მიიყვანა.

„პანაშვიდი იყო, ეკლესიაში დასვენებული გვყავდა, მოვიდა ქალბატონი, რომელიც აღმოჩნდა პედაგოგი, რომელი სკოლის, დღემდე არ ვიცი, არც სახელი და გვარი ვიცი. მოიყვანა თავისი სკოლის ბავშვები.

პირველ რიგში, მომისამძიმრა და მითხრა: მე მოვიყვანე ბავშვები იმისთვის, საქართველოს ვანახო, კიდევ რომ ჰყავს გმირებიო. ეს ჩემთვის საოცარი სიამაყე იყო და გამყვება ცხოვრების ბოლომდე", - ამბობს გმირი პოლიციელის მეუღლე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე