რეზონანსი
(27.01.2023)

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ცენტრი „ემპათია" ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მომზადებულ დასკვნაში კონკრეტულ მხარეს წარმოადგენს.

„თუ დასკვნა [სამხარაულის ბიუროს დასკვნა], მაღალი დონის ავტორიტეტული ექსპერტიზისა, არის ის, რომ „ემპათია" აკეთებს თავის შეფასებებს სამედიცინო დარგში, რომელიც არ ეფუძნება იმ მონაცემებს, რომლითაც შეიძლება ეს დასკვნები გაკეთდეს, რასაკვირველია პირდაპირ შეიძლება დაარქვა ამ ორგანიზაციას მხარე. ამ შემთხვევაში, კონკრეტულ პოლიტიკურ პლატფორმაზე მყოფი მხარე", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

იუსტიციის სამინისტრომ 2023 წლის 26 იანვარს ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროსგან მიიღო დასკვნა, რაც მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას. ეს არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას" დასკვნა არ არის სანდო და უტყუარი. ურთიერთსაწინააღმდეგო ორი დასკვნა სასამართლოს წარედგინება, სადაც სასჯელის გადავადების საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე