რეზონანსი
(27.01.2023)

პოეტი გელა დაიაური სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას აქვეყნებს და დაღუპულ მეუღლეს, თეონა ქუმსიაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

„კუნწულიკო... შენი დაბადების დღე გათენდება... სულ გულში ხარ... სუუულ... წმინდა ნინოს მადლიანი კალთა გფარავდეთ მანდ...", - წერს გელა დაიაური.

შეგახსენებთ, 2010 წელს ხევსურეთში, სოფელ მუცოსთან, დღესასწაულ ათანგენობიდან წამოსული ორი ოჯახი მანქანით მდინარეში გადავარდა და შვიდი მგზავრის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ავტოკატასტროფის დროს მდინარეში დაიხრჩვნენ გელა დაიაურის ცოლ-შვილი - თეონა ქუმსიაშვილი, 2 წლის დემეტრე და ცხრა თვის ჯარჯი. 

შარშან გელა დაიაურმა ოჯახი მეორედ შექმნა. მისი რჩეული ეკა მანჩხაშვილი გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე