რეზონანსი
(22.01.2023)

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაური აცხადებს, რომ მათი ჯაშუში, დენის კირეევი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოკლა და მისი სიკვიდილი რუსეთს აწყობდა. ამის შესახებ განცხადება კირილ ბუდანოვმა რადიო „თავისუფლების" უკრაინულ ბიუროსთან ინტერვიუში გააკეთა.

ბუდანოვი ყვება, რომ დენის კირეევი, რომელიც ომის დასაწყისში ბელარუსში გამართულ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს შტატიანი თანამშრომელი იყო და ის 2022 წლის 5 მარტს კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოკლა.

უკრიანის სამხედრო დაზვერვის მეთაური აცხადებს, რომ კირეევს 2009 წლიდან იცნობდა. მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ კირეევი რუსეთის სასარგებლოდ არ მუშაობდა.

ბუდანოვის განცხადებით, კირეევი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, რადგან პირადად იცნობდა რუსეთის დელეგაციის ორ წევრს. ამასთან, ბუდანოვის მტკიცებით, კირეევის ამოცანა იყო მოლაპარაკებების გაჭიანურება და დროის მოგება. ბუდანოვი ამტკიცებს, რომ მკვლელობის დღეს კირეევი მოლაპარაკებებზე უნდა წასულიყო.

„მას, ვინც ეს განზრახ ჩაიდინა, მიზნად ჰქონდა, რომ ჩვენ არ ჩავრულიყავით სხვის თამაშში და არ გაგვეჭიანურებინა ეს პროცესი, რათა მიგვეცა საშუალება ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის, ასე ვთქვათ, გარკვეული ქმედებები განეხორცილებინა მტრისთვის წინააღმდეგობის გასაწეევად", - განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაურმა.

ბუდანოვის მტკიცებით, კირეევის მკვლელობამ რუსეთის წისქვილზე დაასხა წყალი.

„თუ გახსოვთ სიტუცია ახლოს იყო კრიტიკულთან. არსებობდა ადამიანების გარკვეული რაოდენობა, რომლებსაც არც ისე სურდათ უკრაინის გამაჯრვება. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა", - განაცხადა კირილ ბუდანოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე