რეზონანსი
(22.01.2023)

ცამეტი ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთ სირიის ქალაქ ალეპოში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მაშველები ადამიანებს ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ.

სახელმწიფო მედია მთავრობის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინებია, რომ სირიის სიდიდით მეორე ქალაქის ერთ-ერთ რაიონში ხუთსართულიანი შენობა წყლის გაჟონვის გამო ჩამოინგრა. წყლის ნაკადმა შენობის საძირკველს ძირი გამოუთხარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე