რეზონანსი
(22.01.2023)

უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე კორუფციის ბრალდებით დააკავეს.

უკრაინიული მედიის ცნობით, ვასილი ლოზინსკი უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა დააკავეს. ის 400 000 დოლარის ოდენობით ქრთამის აღებაშია ბრალდებული. საქმე ეხება გენერატორების შეძენას.

ანტიკორუფციული ბიუროს ცნობით, ზაფხულში უკრიანის მინისტრთა კაბინეტმა 1,68 მილიარდი გრივნა გამოყო ტექნიკისა და აღჭრუვილობის შესყიდვისთვის.

გამოძიების ინფორმაციით, ცენტრალური და რეგიონის აღმასრულებელი ხელისუფლების წევრების ნაწილმა შეიმუშავა სქემა, რათა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის ნაწილი მიეთვისებინა. ისინი ფარულად გაურიგდნენ მეწარმეებს და 280 მილიონი გრივნის მოცულობის კონტრაქტი გააფორმეს. მინისტრის მოადგილეს ამ გარიგების სანაცვლოდ 400 ათასი დოლარი მიიღო.

როგორც უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროში განაცხადეს, საქმის ფარგლებში დაკავებულია კიდევ რამდენიმე პირი. მათ შორის ერთ-ერთი ღამით უკრაინის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას აიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე