რეზონანსი
(08.01.2023)

2023 წლის პირველ სუპერტურნირს იაპონიის დედაქალაქი ტოკიო მასპინძლობს. ეს ქართველი სუმოისტის, ლევან გორგაძის კარიერაში საიბილეო, მე-100 ბაშოა.

ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირას, ჩიიოშომას დაუპირისპირდა. ქართველი სუმოისტი მეტოქეს აქამდე რვაჯერ დაეჭიდა, ურთიერთშეხვედრებში ჩიიოშიმას უკეთესი შედეგი ჰქონდა - 5:3.

35 წლის ქართველისა და 31 წლის მონღოლის ორთაბრძოლა ლევან გორგაძის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მოწინააღმდეგე იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე დასავლეთის მეათე მაეგაშირა ჰირადოუმი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე