რეზონანსი
(27.12.2022)

უკრაინაში დაღუპულ მებრძოლს დღეს დაკრძალავენ. მიხეილ თევდორაძეს უკანასკნელ გზაზე სამხედრო პატივით გააცილებენ და სოფელ ფარცხანაყანებში საოჯახო სასაფლაოზე დაასაფლავებენ.

თევდორაძე უკრაინაში შვიდი თვის წინ წავიდა. ბახმუტში იბრძოდა, სადაც 13 დეკემბერს სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. სამშობლოში კი 22 დეკემბერს ჩამოასვენეს. ის 36-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს შეეწირა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე