რეზონანსი
(27.12.2022)

თელავში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გამთენიისას რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი 35 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ ამ წუთებში შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე