რეზონანსი
(26.12.2022)

უკრაინის მთავრობას თებერვლის ბოლოსთვის სამშვიდობო სამიტის გამართვა სურს - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ს განუცხადა.

მედიასაშუალებასთან ინტერვიუში კულებამ აღნიშნა, რომ სამშვიდობო სამიტი სავარაუდოდ, გაეროში, გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის შესაძლო შუამავლობით გაიმართება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს 2023 წელს ომის მოსაგებად და დასძინა, რომ დიპლომატია ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

„ყოველი ომი დიპლომატიური გზით მთავრდება. ყოველი ომი ბრძოლის ველსა და მოლაპარაკების მაგიდაზე განხორციელებული ქმედებების შედეგად მთავრდება", - აღნიშნა კულებამ.

ამასთან, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა Associated Press-ს განუცხადა, რომ ის "აბსოლუტურად კმაყოფილია" პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შედეგებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე