რეზონანსი
(22.12.2022)

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ" კანონში 81 ხმით ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონით გათვალისწინებულია სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდებისთვის პასუხის უფლების რეგულირება. ცვლილება ასევე ითვალისწინებს მედია მომსახურების მიმწოდებლების მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების დაცვის გარანტიებს, სარეკლამო კომუნიკაციების განახლებულ წესებსა და ვიდეოგაზიარების პლატფორმების რეგულირების შემოღებას.

ცვლილების მიღებით საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოდის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ შესაბამის ევრო დირექტივასთან.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი, გელა სამხარაული, ლევან მგალობლიშვილი, გიორგი ამილახვარი, ბაია კვიციანი, ირაკლი მეზურნიშვილი, ქეთევან დუმბაძე და ბექა ოდიშარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე