რეზონანსი
(22.12.2022)

თუ შეიძლება, დამისახელეთ დადასტურებული დიაგნოზი, რომელიც ქართული კანონმდებლობის მიხედვით იყოს სააკაშვილის გათავისუფლების საფუძველი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში „მთავარი არხის" ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად განაცხადა.

მან კომენტარი პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გააკეთა.

„პოსტ-ტრავმული აშლილობა - ზოგადად, აშლილობა ამ ადამიანს ყოველთვის ჰქონდა. ახლა ტრავმა რამ გამოიწვია, აქ არის ფეიკი. არანაირი ტრავმა მას არ მიუღია. არანაირი წამება, როგორც თქვენ იტყოდით, მას არ ჰქონია, ოროთახიან ლუქსშია მოთავსებული და თქვენი ამხელა მონოლოგის მიუხედავად, ვერ მისახელებთ იმ დიაგნოზს, რომელი დიაგნოზითაც, ქართული კანონმდებლობის მიხედვით, შეიძლება იყოს ამ ადამიანის გათავისუფლების საფუძველი", - განაცხადა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე